TorpedoNew Vision University
TorpedoNew Vision University
ახალწვეული შემტევი ნახევარმცველები

ახალწვეული შემტევი ნახევარმცველები

 

ახალი სეზონიდან კლუბი ორი შემტევი ნახევარმცველით, ბრაზილიელი ელიტონ ჟუნიორითა და გვინეა-ბისაუელი ჟორჟინიოთი გაძლიერდება.

25 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ელიტონ ჟუნიორი ფინეთის ვიცე-ჩემპიონ კუპსის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ასევე ის ნომინირებული იყო ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის წოდებაზე. ელიტონ ჟუნიორი ამ წლის იანვრამდე შვედურ ვარბერგს ეკუთვნოდა, რომელშიც ის რედ ბულ ბრასილიდან (ბრაზილია) 2022 წლის იანვარში გადავიდა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

 

28 წლის გვინეა-ბისაუელი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო მანჩესტერ სიტის აღზრდილია და ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია. ნაკრების მაისურით გამართულ 25 მატჩში მის აქტივში 5 გოლია. მანამდე 5 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის 19-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში. კარიერის განმავლობაში მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიცაა: სენტ-ეტიენი, ცსკა სოფია, ლუდოგორეცი და ვისლა, ხოლო ყაზახურ ორდაბასთან ერთად გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.

 

სიახლეებიყველა სიახლე
აფიშა
პირველი გუნდი
Conference League LogoTorpedo VS Tirana
Torpedo logoTorpedo
TiranaTirana logo
Ramaz Shengelia stadium
Ramaz Shengelia
Conference League LogoTirana VS Torpedo
Tirana logoTirana
TorpedoTorpedo logo
Air Albania stadium
Air Albania
Erovnuli Liga Logoტორპედო VS სამტრედია
ტორპედო logoტორპედო
სამტრედიასამტრედია logo
TBD stadium
TBD