TorpedoNew Vision University
TorpedoNew Vision University
მამადუ სახოსთან ხელშეკრულება შეთანხმებულია

მამადუ სახოსთან ხელშეკრულება შეთანხმებულია

პარი სენ-ჟერმენის, ლივერპულის, კრისტალ პალასისა და მონპელიეს შემდეგ, მამადუ სახოს კარიერაში მორიგი კლუბი ქუთაისის ტორპედოა. 34 წლის ფეხბურთელი თბილისში 12 ივნისს ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 13 ივნისს 15:00 საათზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაგეგმილია ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია.

მამადუ სახოსა და ქუთაისის ტორპედოს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2 თვეს გაგრძელდა და მხარეებმა მისი ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს. ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოს არამხოლოდ ტიტულების მოგებაში დაეხმარება, არამედ იგი ერთგვარი ელჩი იქნება საერთაშორისო საფეხბურთო თანამეგობრობასთან. მამადუ სახო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც კლუბის ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, ისე მრავალმხრივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო აქტივობებში. იგი ასევე კლუბის მენეჯერ სტივ კინთან ერთად, ჩაერთვება ქუთაისის ტორპედოს აკადემიის განვითარებაში, იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორი და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი.

სიახლეებიყველა სიახლე
აფიშა
პირველი გუნდი
Conference League Logoტორპედო VS ტირანა
ტორპედო logoტორპედო
ტირანატირანა logo
რამაზ შენგელია stadium
რამაზ შენგელია
Conference League Logoტირანა VS ტორპედო
ტირანა logoტირანა
ტორპედოტორპედო logo
აირ ალბანია stadium
აირ ალბანია
Erovnuli Liga Logoტორპედო VS სამტრედია
ტორპედო logoტორპედო
სამტრედიასამტრედია logo
TBD stadium
TBD