28 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ფელიპე პირესმა 2021-22 წლების სეზონი ჰოლანდიური „დენ ჰააგის“ შემადგენლობაში გაატარა. მანამდე ჰოფენჰაიმში (გერმანია), მორეირენსესში (პორტუგალია), რიეკაში (ხორვატია), პალმეირასში (ბრაზილია), აუსტრიასა და ზალცბურგში (ავსტრია) თამაშობდა, ბოლოს კი უკრაინული დნიპრო 1-ის ღირსებას იცავდა.
პირესს ორჯერ აქვს მოგებული ავსტრიის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ ავსტრიისა და ხორვატიის თასი.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.
სიახლეებიყველა სიახლე
აფიშაპირველი გუნდი