ტორპედოს აღზრდილმა, 18 წლის ალეკო ბასილაძემ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მან ეს გოლი ტორპედოს ყველაზე ერთგულ გულშემატკივართან ერთად აღნიშნა და თავისი ემოციების შესახებ მატჩის შემდგომ პრესკომფერენციაზე ისაუბრა:
“უბედნიერესი ვარ. პატარაობიდან ტორპედოს ვგულშემატკივრობ, თამაშებზე დავდიოდი და დღეს ამ კლუბის მაისურით გატანილი პირველი გოლი ეროვნულ ლიგაში ჩემთვის ძალიან ემოციურია.
წლების განმავლობაში ვხედავ “ჯუნგლებს”, რომლებიც წვიმასა თუ ქარში ყოველთვის გუნდის გვერდით არიან. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. ქუთაისის სიყვარულია “ჯუნგლები” და მსურდა, ეს გოლი სწორედ ამ ტრიბუნასთან აღმენიშნა.
განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო სტივ კინს, რომელიც გუნდისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მენდო. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. დღეს უბედნიერესი ვარ”