10 თებერვალს ესპანურ შეკრებაზე გავემგზავრებით და ვალენსიაში ყოფნის პერიოდში ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ.
13 თებერვალს ჩვენი პირველი მეტოქე ნორვეგიული სტაბეკი იქნება. 15 თებერვალს თავის საშინაო სტადიონზე ესპანური ჰერკულესი გვიმასპინძლებს, ხოლო 17-ში ესტონურ ლევადიას დავუპირისპირდებით, რომელმაც გასული წლის სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. მეოთხე მეტოქის ვინაობა ადგილზე გაირკვევა.
ვალენსიაში სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იქნება. განაცხადს კლუბი ხვალ გამოაქვეყნებს.
სიახლეებიყველა სიახლე
აფიშაპირველი გუნდი