ფანები
ტორპედოს ფანები გამოირჩევიან მხურვალე გულშემატკივრობითა და გუნდისადმი განსაკუთრებული ერთგულებით. „შავ-თეთრი“ საზოგადოება მხარს უჭერს თავის კლუბს გამარჯვებისას და გვერდში უდგას მარცხის დროს. ისინი კლუბის იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სიამაყის წყაროა.
ტორპედოს გულშემატკივრებს უნიკალური რიტუალები აქვთ ფეხბურთელებთან ერთიანობისა და სოლიდარობის განცდის გასაძლიერებლად, იქნება ეს მოთამაშეებთან ცეკვა, სიმღერა, თემატური ბანერების გამოფენა თუ თამაშის შემდგომი მოწოდებების ორგანიზება, ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის.