TorpedoNew Vision University
TorpedoNew Vision University
მერაბ გიგაური "ტორპედოს" დაემშვიდობა

მერაბ გიგაური "ტორპედოს" დაემშვიდობა

მერაბ გიგაურსა და “ტორპედოს” შორის არსებული ხელშეკრულება ფეხბურთელის თხოვნით ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. კლუბმა გაითვალისწინა ის წვლილი, რომელიც მერაბ გიგაურს გუნდის წარმატებაში მიუძღვნის და მას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაში ხელი შეუწყო.

“ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და გუნდის დატოვება. წლების განმავლობაში “ტორპედო” ჩემთვის ოჯახად იქცა; იყო მარტივი და მძიმე დღეები, იყო ტკივილიც და დიდი სიხარულიც, მაგრამ ყველაფერს ერთი რამ აერთიანებდა: ამ კლუბის მაისურით ყოველთვის ვიბრძოდი მთელი გულით. ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამეღო და თავი არასდროს დამეზოგა არც მოედანზე და არც - მის მიღმა.

მადლობა “ტორპედოს” - კლუბს, რომელიც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო და იქნება. მადლობა თითოეულ თანაგუნდელს, მწვრთნელებს, მთლიან სტაფს. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს. განსაკუთრებული მადლობა “ჯუნგლებს”, საუკეთესო გულშემატკივრებს, რომლებიც ყველა მომენტში გუნდის გვერდით დგანან და თავს არასდროს იშურებენ.

გისურვებთ წარმატებებს, გემშვიდობებით და ყოველთვის “ტორპედოს” დიდი გულშემატკივარი ვიქნები!”, - განაცხადა მერაბ გიგაურმა.

ჩვენი კლუბის მაისურით გიგაურმა ჯამში 9 სეზონი ჩაატარა. “ტორპედოსთან” ერთად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი, ორჯერ - საქართველოს თასი.

გვსურს, მერაბს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადოთ და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებები ვუსურვოთ. წლების განმავლობაში ის შრომის, ბრძოლის და ერთგულების ნამდვილი მაგალითი იყო.

სიახლეებიყველა სიახლე
აფიშა
პირველი გუნდი
Erovnuli Liga Logoტორპედო VS დინამო ბთ
ტორპედო logoტორპედო
დინამო ბთდინამო ბთ logo
რამაზ შენგელია - ქუთაისი stadium
რამაზ შენგელია - ქუთაისი
Erovnuli Liga Logoსამგურალი VS ტორპედო
სამგურალი logoსამგურალი
ტორპედოტორპედო logo
საფეხბურთო ცენტრი - წყალტუბო stadium
საფეხბურთო ცენტრი - წყალტუბო
Erovnuli Liga Logoტორპედო VS კოლხეთი 1913
ტორპედო logoტორპედო
კოლხეთი 1913კოლხეთი 1913 logo
რამაზ შენგელია - ქუთაისი stadium
რამაზ შენგელია - ქუთაისი