TorpedoNew Vision University
TorpedoNew Vision University
ტორპედოს ახალი ნახევარმცველები

ტორპედოს ახალი ნახევარმცველები

ქუთაისის ტორპედოს 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია და 27 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი შეუერთდნენ. ორივე ფეხბურთელის ტრანსფერი ტორპედოში წინა წლებშიც განიხილებოდა და ნიშანდობლივია, რომ ორივე მათგანმა თავდაპირველად ბათუმის დინამოს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. 

1 წლის შემდეგ სწორედ ბათუმის დინამოდან განხორციელდა ტორპედოში ცოტნე ფაცაციას ტრანსფერი. მან ამ პერიოდში საქართველოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო გოლის ავტორის სპეციალური პრიზიც მოიპოვა. ცოტნე ფაცაციასა და ტორპედოს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, მისი დამატებით წლით გაგრძელების პირობით.

ირაკლი ბიძინაშვილის ტრანსფერი კი ყაზახური “ჟენისიდან” განხორციელდა, სადაც ის ეროვნული ლიგიდან მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. წინა წლებში იგი ბათუმის დინამოს, გორის დილასა და იბერია 1999-ის ღირსებას იცავდა, იყო საქართველოს 17, 19 და 21 წლამდელთა ნაკრების წევრი. ირაკლი ბიძინაშვილმა ტორპედოსთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა მისი დამატებით ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. 

სიახლეებიყველა სიახლე
აფიშა
პირველი გუნდი
Erovnuli Liga Logoსამტრედია VS ტორპედო
სამტრედია logoსამტრედია
ტორპედოტორპედო logo
ეროსი მანჯგალაძე - სამტრედია stadium
ეროსი მანჯგალაძე - სამტრედია
Erovnuli Liga Logoიბერია 1999 VS ტორპედო
იბერია 1999 logoიბერია 1999
ტორპედოტორპედო logo
დავით პეტრიაშვილი - თბილისი stadium
დავით პეტრიაშვილი - თბილისი
Erovnuli Liga Logoტორპედო VS დინამო თბ
ტორპედო logoტორპედო
დინამო თბდინამო თბ logo
რამაზ შენგელია - ქუთაისი stadium
რამაზ შენგელია - ქუთაისი