TorpedoNew Vision University
TorpedoNew Vision University

ისტორიაში მეოთხე - "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასი მოიგო

ქუთაისის „ტორპედომ“ 2026 წლის სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა.

დირკ შუსტერის გუნდმა საქართველოს სუპერთასის ფინალში „იბერია 1999“ პენალტების სერიაში დაამარცხა და აღნიშნული ტიტული კლუბის ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა. 

ფინალი დაძაბული გამოდგა. ანგარიში გიორგი არაბიძის გადაცემის შემდეგ კომნენ ანდრიჩმა გახსნა. მოგვიანებით, თავად არაბიძემ გაიტანა და "ტორპედოს" უპირატესობა ორამდე გაზარდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება გუნდმა ვერ შეძლო - მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი პენალტების სერია გახდა საჭირო. თერთმეტმეტრიანების ზუსტად შესრულებით „ტორპედომ“ მეტოქეს 6:5 აჯობა და საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.

ფინალამდე "ტორპედომ" ნახევარფინალში „დილა“ ვლადიმერ მამუჩაშვილის ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა.

სიახლეებიყველა სიახლე
აფიშა
პირველი გუნდი
Erovnuli Liga Logoმეშახტე VS ტორპედო
მეშახტე logoმეშახტე
ტორპედოტორპედო logo
26 მაისი - წყალტუბო stadium
26 მაისი - წყალტუბო
Erovnuli Liga Logoდინამო თბ VS ტორპედო
დინამო თბ logoდინამო თბ
ტორპედოტორპედო logo
დინამო არენა - თბილისი stadium
დინამო არენა - თბილისი
Erovnuli Liga Logoსამგურალი VS ტორპედო
სამგურალი logoსამგურალი
ტორპედოტორპედო logo
26 მაისი - წყალტუბო stadium
26 მაისი - წყალტუბო