TorpedoNew Vision University
TorpedoNew Vision University
ტორპედოს ახალი ნახევარმცველები

ტორპედოს ახალი ნახევარმცველები

ქუთაისის ტორპედოს 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია და 27 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი შეუერთდნენ. ორივე ფეხბურთელის ტრანსფერი ტორპედოში წინა წლებშიც განიხილებოდა და ნიშანდობლივია, რომ ორივე მათგანმა თავდაპირველად ბათუმის დინამოს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. 

1 წლის შემდეგ სწორედ ბათუმის დინამოდან განხორციელდა ტორპედოში ცოტნე ფაცაციას ტრანსფერი. მან ამ პერიოდში საქართველოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო გოლის ავტორის სპეციალური პრიზიც მოიპოვა. ცოტნე ფაცაციასა და ტორპედოს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, მისი დამატებით წლით გაგრძელების პირობით.

ირაკლი ბიძინაშვილის ტრანსფერი კი ყაზახური “ჟენისიდან” განხორციელდა, სადაც ის ეროვნული ლიგიდან მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. წინა წლებში იგი ბათუმის დინამოს, გორის დილასა და იბერია 1999-ის ღირსებას იცავდა, იყო საქართველოს 17, 19 და 21 წლამდელთა ნაკრების წევრი. ირაკლი ბიძინაშვილმა ტორპედოსთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა მისი დამატებით ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. 

სიახლეებიყველა სიახლე
აფიშა
პირველი გუნდი
Erovnuli Liga Logoტორპედო VS სამგურალი
ტორპედო logoტორპედო
სამგურალისამგურალი logo
რამაზ შენგელია - ქუთაისი stadium
რამაზ შენგელია - ქუთაისი
Erovnuli Liga Logoკოლხეთი 1913 VS ტორპედო
კოლხეთი 1913 logoკოლხეთი 1913
ტორპედოტორპედო logo
ფაზისი - ფოთი stadium
ფაზისი - ფოთი
Erovnuli Liga Logoტორპედო VS დინამო თბ
ტორპედო logoტორპედო
დინამო თბდინამო თბ logo
რამაზ შენგელია - ქუთაისი stadium
რამაზ შენგელია - ქუთაისი