TorpedoNew Vision University
TorpedoNew Vision University
ახალი სამწვრთნელო შტაბი "ტორპედოში"

ახალი სამწვრთნელო შტაბი "ტორპედოში"

“ტორპედოს” ახალი სეზონიდან 3 წლის ვადით გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან.
დირკ შუსტერი 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. იგი გამოირჩევა მოკრძალებული ბიუჯეტის გუნდებში მუშაობისას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევით.
“დარმშტადტს” იგი მესამე ბუნდესლიგაში ჩაუდგა სათავეში და ორ სეზონში ბუნდესლიგაში გადაიყვანა, ხოლო შემდგომ სეზონში ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაც მოახერხა. გარდა ამისა ის წარმატებით თანამშრომლობდა “აუგსბურგთან”, “ერცგებირგესა” და ბოლოს 2022-2024 წლებში “კაიზერსლაუტერნთან”. ეს უკანასკნელიც მან მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ზედიზედ ორ სეზონში ათეულში ადგილი შეანარჩუნებინა.
მან პირველ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ ნდობას, რაც მასსა და გუნდის მენეჯმენტს შორის პირველივე შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო გადამწყვეტი როლი იქონია პროექტის მასშტაბმა და იმ შესაძლებლობებმა, რაც “ტორპედოს” საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას უკავშირდება.
მისი ასისტენტი საშა ფრანცი იქნება, რომელთანაც მას თანამშრომლობის 12 წელი აკავშირებს.
გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გუნდი მარბელაში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.
სიახლეებიყველა სიახლე
აფიშა
პირველი გუნდი
Erovnuli Liga Logoტორპედო VS კოლხეთი 1913
ტორპედო logoტორპედო
კოლხეთი 1913კოლხეთი 1913 logo
რამაზ შენგელია - ქუთაისი stadium
რამაზ შენგელია - ქუთაისი
Erovnuli Liga Logoდინამო თბ VS ტორპედო
დინამო თბ logoდინამო თბ
ტორპედოტორპედო logo
დინამო არენა - თბილისი stadium
დინამო არენა - თბილისი
Erovnuli Liga Logoტორპედო VS გარეჯი
ტორპედო logoტორპედო
გარეჯიგარეჯი logo
რამაზ შენგელია - ქუთაისი stadium
რამაზ შენგელია - ქუთაისი