საწვრთნელი ბაზა
ქუთაისის ტორპედოს საწვრთნელი ბაზა მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ შესასვლელთან. ბაზა მოიცავს საცხოვრებელ, სავარჯიშო და სარეაბილიტაციო ობიექტებს, მათ შორის ორ უმაღლესი დონის ბალახის მოედანს, რომელთა რეკონსტრუქციაც 2024 წელს განხორციელდა.
მდგრადობის პოლიტიკის შესაბამისად, ბაზა აღჭურვილია მზის პანელებით, ხოლო მშენებლობა-რეკონსრუქციაში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი დამუშავების შედეგად მიღებული მასალები.
2021 წელს ქუთაისის ტორპედოს საწვრთნელ ბაზას ჯემალ ხერხაძის სახელი მიენიჭა, რომელმაც გუნდში 15 სეზონი ითამაშა (1962–1976 წლებში) და ჩატარებულ 337 მატჩში 82 გოლი გაიტანა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჯემალ ხერხაძე ქუთაისის ტორპედოს წვრთნიდა 1977-84 და 1987-2000 წლებში.