TorpedoNew Vision University
TorpedoNew Vision University

შენგელია არენა

ქუთაისის ცენტრალური სტადიონი აშენდა 1949-1956 წლებში მაშინდელი ახალი ქუთაისის ტერიტორიაზე. პირველად რეკონსტრუქცია 1998 წელს ჩაუტარდა, ხოლო 2023 წელს მოეწყო უეფას სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად სტადიონი 10 700 მაყურებელს იტევს.

სტადიონის მთავარი სპორტული არენა მოიცავს საფეხბურთო მოედანს, 400-მეტრიან სარბენ წრეს და ხტომისა და ტყორცნის სექტორებს, ასევე, საერთაშორისო სტანდარტის ტაბლოს და განათების სისტემას. ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულია გასახდელები, სამედიცინო, მსაჯებისა და დელეგატების ოთახები, სტუმრების, მედიისა და ვიპ ლოჟები, ოპერატორებისა და ტელეკომენტატორების კაბინები.

2015 წელს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა. შენგელია 1973-76 წლებში ქუთაისის ტორპედოს ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში კლუბის მაისურით ჩატარებულ 75 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

Shengelia Arena Photo
Shengelia Arena Photo
Shengelia Arena Photo
Shengelia Arena Photo
Shengelia Arena Photo
Shengelia Arena Photo