TorpedoNew Vision University
TorpedoNew Vision University

მისია

ქუთაისის ტორპედოს მისია ფეხბურთით საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაა. წარმატება ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორში, როგორიც ფეხბურთია, შეიძლება სხვა მიმართულებებითაც არსებითი ცვლილების განმაპირობებელი გახდეს. შესაბამისად, კლუბი იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას და კონცენტრირებულია საზოგადოების კეთილდღეობის ხელშემწყობ გადაწყვეტილებებზე. საზოგადოებრივი ჩართულობის პროგრამებით, საგანმანათლებლო ინიციატივებითა და თანამშრომლობითი პროექტებით ვისწრაფვით საზოგადოებისთვის საკეთილდღეო გარემოს შექმნას.

ახალგაზრდების განვითარების პროგრამები ხორციელდება ახალ თაობებში ნიჭიერი ფეხბურთელების გამოვლენისა და საზოგადოებაში ლიდერების ჩამოყალიბების მიზნით. სპორტული სამწვრთნელო და საგანმანათლებლო მიდგომებით ხელს ვუწყობთ ისეთი ინდივიდების განვითარებას, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ გარემოს გაჯანსაღებაში.

ყველა თანასწორია, ამასთანავე, განსხვავებული და ინდივიდუალური საჭიროების მქონე. პერსონალიზებული მიდგომით სპორტულ ცხოვრებასა და მის ფარგლებს გარეთ კლუბი ქმნის სტიგმებისგან თავისუფალ სივრცეს და ხელს უწყობს ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოს ჩამოყალიბებას.

ტორპედო ქმნის პლატფორმას მეტი თანასწორობის, სამართლიანობისა და საზოგადოებაში სხვა პოზიტიური ცვლილებებისათვის.

ქუთაისის ტორპედო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ოჯახის წევრია და სრულად იზიარებს მის დეკლარირებულ ღირებულებებს. უნივერსიტეტის მისიაა ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება განათლების, კვლევისა და სიახლის დანერგვის ხელშეწყობით. უნივერსიტეტი ახალისებს ინდივიდს, დახვეწოს და გააზიაროს ცოდნა, უნარები და ღირებულებები საზოგადოების საკეთილდღეოდ. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ასევე ხელს უწყობს განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობებს სტუდენტებისათვის მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი არის გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას, განახორციელოს სტრატეგიული ქმედებები გლობალური  მიზნების წინსვლისთვის, აქცენტით თანამშრომლობასა და ინოვაციებზე და ახორციელებს საქმიანობას მისი პრინციპების შესაბამისად. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი წარმოდგენილია თაიმსის მსოფლიოს უნივერსიტეტების რანგირების გამოცემაში - Times Higher Education Impact Rankings, გლობალური მიზნების განხორციელებისთვის.

 

ღირებულებები და დამოკიდებულებები

·       თანამშრომლობა,

·       კვლევაზე კონცენტრაცია,

·       შემოქმედებითობა პრობლემის გადაჭრისას,

·       მრავალფეროვნება,

·       ეფექტიანობა,

·       თანასწორობა,

·       მიუკერძოებლობა,

·       ეთიკური ლიდერობა,

·       თავისუფლება,

·       ინოვაცია,

·       ინტეგრაცია,

·       პატიოსნება,

·       სამართლიანობა,

·       ღიაობა,

·       პროფესიონალიზმი,

·       საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება,

·       უსაფრთხოება,

·       სოციალური ჩართულობა.